მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთიდან ტურისტების შემოსვლა უნდა კონტროლდებოდეს” - მკვლევარი

607f17637f786
მარიამ ადამია
21.04.21 00:30
1341
რუსეთი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთთან საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვებს აწესებს. ამის გამო, gazeta.ru-ის მონაცემებზე დაყრდნობით, რუსეთში 250%-ით გაიზარდა ეგვიპტეში მოგზაურობის მსურველთა რაოდენობა, 150%-ით - კვიპროსში, 130%-ით კი საქართველოში ჩამოსვლის მსურველთა რიცხვი. ამ ინფორმაციას ადასტურებენ ტურიზმის სექტორში ჩართულებიც და აღნიშნავენ, რომ დღეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა ტურისტი, რათა საზოგადოებამ და ეკონომიკამ ამოისუნთქოს.

თავდაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სამეფო ინსტიტუტის მკვლევარმა, ნათია სესკურიამ კი გადაცემა "საქმიან დილაში" აღნიშნა, რომ ჩვენ რუს ტურისტებს უნდა დავხვდეთ შემუშავებული პროტოკოლით.

"უსაფრთხოების ყველა რისკი და პოტენციური საფრთხე წინასწარ უნდა იყოს გადაზღვეული იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვიცით რამდენად აგრესიულ პოლიტიკას აწარმოებს რუსეთი ჩვენთან მიმართებით და ვთვლი, რომ ტურისტების შემოსვლაც უნდა კონტროლდებოდეს” - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ივლისამდე თურქეთი სავარაუდოდ 500 000 რუს ტურისტს დაკარგავს.

სესკურიას თქმით, ეს გადაწყვეტილება ძალიან საინტერესოდ დაემთხვა დროში თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრას, რომლის დროსაც თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა.

“შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არის კრემლის მიერ თურქეთზე ზეწოლის განხორციელების ერთ-ერთი მექანიზმი და მცდელობა და ისიც ფაქტია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი ასეთ ხერხებს მიმართავს როგორც თურქეთთან ასევე საქართველოსთან მიმართებით. თურქეთზე დაწესებული შეზღუდვა, რომელიც 15 აპრილს ამოქმედდა და 1-ელ ივნისამდე დარჩება ძალაში, სავარაუდოდ, გაზრდის საქართველოში რუსი ტურისტების შემოდინებას. ამ კუთხით სახელმწიფოს ჩართულობა, უსაფრთხოება და კონტროლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია”, - აღნიშნა თავდაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სამეფო ინსტიტუტის მკვლევარმა.

ინფორმაციისთვის, რუსეთი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთთან საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვებს აწესებს, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ვიცე პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა. მისი თქმით, შეზღუდვა 15 აპრილს ამოქმედდება და 1-ელ ივნისამდე დარჩება ძალაში. გოლიკოვამ ასევე განაცხადა, რომ თურქეთის გარდა რუსეთი ავიამიმოსვლას ტანზანიასთანაც წყვეტს.

მისი განმარტებით, ტანზანიასა და თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა მაშინ განახლდება, როდესაც ამ ქვეყნებში ეპიდსიტუაცია სტაბილური გახდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები