მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთის ბაზრიდან გამოვედით, უკრაინაში გაყიდვები შეჩერდა" - "გეფერინის" გეგმები

6263d7288d4cd
მარიამ იზორია
26.04.22 09:00
828
ტყავის ჩანთებისა და სხვადასხვა აქსესუარის მწარმოებელი ბრენდი “გეფერინი” წარმოების გაფართოებას გეგმავს.

როგორც bm.ge-სთან ბრენდის დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ განაცხადა, კომპანია ჩინეთის ბაზარზე შედის; ამასთან, ახალი საექსპორტო ბაზარი - ისრაელიც დაემატათ, შესაბამისად, მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას გაზრდილი საწარმოო ძალებით შეძლებენ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის “გეფერინის” წარმადობა თვეში 5 000 ერთეული პროდუქტია.

“ჩინეთზე დიდი მოლოდინი გვაქვს, საკმაოდ მსხვილ მასშტაბებზეა საუბარი. ამიტომ საწარმოო ხაზის გაფართოებას ვაპირებთ. ახლახან ჩვენს საექსპორტო მიმართულებებს ისრაელიც დაემატა. თვეში 5 000 პროდუქტს ვაწარმოებთ, მაგრამ საკმარისი არ არის, შესაბამისად, ამ რიცხვს 10 000-მდე გავზრდით.

უამრავი გეგმა გვაქვს, მათ შორის ახალი მაღაზიის გახსნა, თუმცა ამ დროისთვის მოვლენების განვითარებას ველოდებით. რუსეთის უკრაინაში შეჭრამ დაგვაზარალა, რადგან ორივე ბაზარზე ვიყავით წარმოდგენილები - ეს ქვეყნები ჩვენი ექსპორტის წილში 8%-ს შეადგენდა. ახლა რუსეთის ბაზრიდან გამოვედით, უკრაინაში კი გაყიდვები შეჩერდა”, - ამბობს ილია გეფერიძე.

ინფორმაციისთვის: “გეფერინს” საერთაშორისო ბაზარზე ჯამში 44 გაყიდვის წერტილი აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები