მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა არა მხოლოდ რეპუტაციის, არამედ ქვეყნის საჰაერო პოტენციალის დაღუპვაა" - ექსპერტი

6468d2fe2aedf
ნანუკა ნარიმანიძე
21.05.23 14:00
724
საავიაციო ექსპერტ იასე ზაუტაშვილის შეფასებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, შენიშვნას მიიღებს, რაც ბაზრიდან საერთაშორისო ავიაკომპანიების გადინებას გამოიწვევს. ამის შესახებ დარგის სპეციალისტმა გადაცემა "ანალიტიკაში" ისაუბრა. 

„ჩვენი სააგენტო თავის დროზე, დაახლოებით 2012-13 წლებში, შენიშვნების გამო „წითელი ალმის“ ქვეშ მოხვდა, ძალიან ცოტაღა აკლდა, რომ შავ სიაში მოხვედრილიყო, რადგან გარკვეული სტანდარტების დაცვა ვერ უზრუნველყვეს. ეს შეცდომები ეტაპობრივად გამოსწორდა და სააგენტოს რეპუტაციამ მიაღწია იმ შედეგს, რისი დამსახურებითაც „სააგენტოების სწორად მუშაობის“ რეიტინგში ევროსაბჭოს ქვეყნებიდან "ტოპ 10" ქვეყანაში იყო შესული. ახალი გადაწყვეტილებით კი ძალიან მალე ისევ „წითელი ალმის“ ქვეშ მოხვდება სააგენტო, მიიღებს შენიშვნას და მოხვდება შავ სიაში, რაც ავტომატურ რეჟიმში ქვეყნიდან ისეთი კომპანიების გადინებას გამოიწვევს, როგორიცაა არაბული კომპანიები, Emirates, და სხვა ბევრი კომპანია. შეიძლება, ჩვენი ბაზარი უნგრულმა კომპანია - Wizzair-მაც დატოვოს, ამ გადაწყვეტილების მიღება არა მხოლოდ რეპუტაციის, არამედ მთელი ქვეყნის საჰაერო პოტენციალის დაღუპვაა“, - ამბობს ის.

ავიაექსპერტი თვლის, რომ რუსეთთან პირადპირი ავიამიმოსვლის განახლებით საქართველო „რუსეთის მეგობარი ქვეყნების“ სიაში ვარდება.

„ეკონომიკურად ჩვენ ვვარდებით იმ სიაში, სადაც ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, სომხეთია, ამ ქვეყნის სააგენტოებს შეუძლიათ იფრინონ ნოვოსიბირსკში, სოჭში, მაგრამ ისინი ვერ იფრენენ ამსტერდამში, ვენაში ბრიუსელში და ამერიკაში“, - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები