მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსი მიგრანტები თანახმა იქნებიან უფრო დაბალ ანაზღაურებაზე იმუშაონ და ნებისმიერი ბიზნესი აიყვანს მათ“

63466b2f07c84
თათია ჩაფიჩაძე
16.10.22 19:30
1177
„მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის ირაკლი როსტომაშვილის ვარაუდით, უახლოესს თვეებში რუსეთის მოქალაქეები ადგილობრივ შრომის ბაზარზე აქტიურად ჩაერთვებიან. BMG-თან საუბრისას როსტომაშვილი განმარტავს, რომ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში შემოსულ მოქალაქეთა დიდი ნაწილი საშუალო რგოლის მუშახელს წარმოადგენს, რომლებიც ფინანსური გამოწვევების გამო დასაქმებას არსებულზე დაბალ ფასადაც დათანხმდებიან.

„კვალიფიკაცია ჩვენთან სერიოზული პრობლემაა, ხელოსნები 95% არის თვითნასწავლი, შემდუღებელი იქნება ეს, ელექტრიკოსი თუ სამშენებლო სპეციალობის. მათ საშუალოდ პროფესიულ-ტექნიკური განათლება არ აქვთ და მე მგონია სახელმწიფომ ამაზე სერიოზულად უნდა იფიქროს.

ბუნებრივი პროცესია რომ რუსეთის მოქალაქეები დაიწყებენ აქ აქტიურად სამუშაოს ძებნას, ხალხი რომელიც ჩამოსულია არის ჩემი დაკვირვებით 20-40 წლის საშუალო რანგის მუშახელი, რომლებიც გამოექცნენ პუტინის მობილიზაციას. ბუნებრივია რომ პუტინის რეჟიმში ისინი უკან ვეღარ დაბრუნდებიან. ის დანაზოგი რითაც წამოვიდნენ რამდენ ხანს ეყოფათ? მე მეტსაც გეტყვით, არათუ აქტიურად მივლენ ობიექტებზე და იკითხავენ არის თუ არა რამე ვაკანსია, არამედ ისინი თანახმა იქნებიან უფრო დაბალ ანაზღაურებაზე იმუშაონ ვიდრე დღეს არის, იმიტომ რომ ბაზარი და მოთხოვნა ქმნის ღირებულებას. თუ მეტი მოთხოვნა იქნება და იგივე სამუშაოს თუ ვინმე უფრო იაფად გააკეთებს, ცხადია ნებისმიერი ბიზნესი რესტორანი იქნება, სამშენებლო თუ სატრანსპორტო კომპანია აიყვანს იმას, ვინც იგივე სამუშაოს ნაკლებ ფასად გააკეთებს.“ - განაცხადა როსტომაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები