მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება" - 100-ზე მეტი ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

64675ddb478a5
BM.GE
19.05.23 15:39
1946
რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება, - ამ სათაურით 108 ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენებისთვის ნებართვის გაცემა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პირდაპირი საბოტაჟია.

"ევროკავშირმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ის და მისი პარტნიორები არ უშვებენ ფრენებს რუსეთიდან, ან რუსეთში, ხოლო საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს საქართველოს ვალდებულების კუთხით, რომ შეესაბამებოდეს საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირის დადგენილებებს, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებითაა გათვალისწინებული.

ქართველი ხალხის 89%-ის ნებისა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, ხელისუფლება აგრძელებს საგარეო კურსის შეცვლას. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წინ ამგვარი დემარში უგულებელყოფს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ საგარეო კურსს, რამაც უკვე მოგვიტანა უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები ევროკავშირში და არა რუსეთში.

ჩვენი მოსახლეობა უკვე ზარალდება მთავრობის არსებული საგარეო პოლიტიკის გამო, რომლის ერთ-ერთი შედეგი რუსული იმიგრაციის ზრდაა საქართველში. ფასების მკვეთრი მატება და ინფლაცია ამ პოლიტიკით გამოწვეული დამატებითი საფასურია, რომლის გადახდაც საქართველოს მოქალაქეებს გვიწევს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც 108 ორგანიზაცია აწერს ხელს, მათ შორის არიან, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, ადამიანის უფლებათა ცენტრი HRC, თბილისი პრაიდი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), მედიაომბუდსმენი, მწვანე ალტერნატივა, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი და ა.შ. 




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები