მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სადაზღვევო ბაზარზე მხოლოდ ერთი საერთაშორისო ინვესტორია, რადგან რეფორმები არ ხორციელდება"

5faff1f93b166
ინგა მურუსიძე
15.11.20 09:40
1211
დღეს საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე მხოლოდ ერთი საერთაშორისო ინვესტორია - „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ - ეს იმიტომ, რომ რეფორმები არ ხორციელდება, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორმა, თინათინ სტამბოლიშვილმა გადაცემა BMGDRIVE-ში განაცხადა.

მან მე-9 მოწვევის პარლამენტის მუშაობა შეაფასა და თქვა, რომ გასულ 4 წელიწადში რეფორმები განხორციელდა, მაგრამ სადაზღვვევო ბიზნესის ინდუსტრია კუს ნაბიჯებით იზრდება, მაშინ, როცა შეგვიძლია ეს იყოს ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ინდუსტრია და მიმზიდველი ინვესტორებისთვის.

„დღეს ერთი საერთაშორისო ინვესტორია ამ ბაზარზე - „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ და მეტი არა. ეს იმიტომ, რომ რეფორმები არ ხორციელდება. ერთი, რაც განხორციელდა იყო ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა, შემოვიდა გადასახადი, რომლის მიხედვითაც ყველა სადაზღვევო კომპანია იხდის 1%-ს თავისი პრემიიდან, რაც ძალიან დიდია პატარა კომპანიებისთვის განსაკუთრებით, მაგრამ ჩვენ მზადყოფნა გამოვთქვით, რომ მივიღებთ ამაში მონაწილეობას იმ იმედით, რომ რეფორმები და საკანონმდებლო ინიციატივები განხორციელდება. უკვე ხუთი წელი გავიდა და დანაპირები არ სრულდება და ეს სადაზღვევო კომპანიებს დიდ ტვირთად დააწვება“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები