მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საერთაშორისო კომპანიები საქართველოს კურორტებით დაინტერესდნენ" - ტურიზმის ადმინისტრაცია

63c933bd974c1
BM.GE
19.01.23 16:09
523
ესპანეთში, მადრიდში მიმდინარე ტურისტული გამოფენის Fitur 2023-ის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის სამინისტროების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც bm.ge-ს ტურიზმის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გამოფენის ფარგლებში ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მსოფლიოს სხვადასხვა ტურისტული კომპანიების, ავიაკომპანიების, გასტრონომიული ასოციაციების, სამოგზაურო პლატფორმებისა და საკომუნიკაციო სააგენტოების წარმომადგენლებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი, პროდუქტები, ავიარეისების შესახებ ინფორმაცია და ტურიზმის აღდგენის დინამიკა გააცნეს. "საერთაშორისო კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოს სამთო, საზღვაო და გამაჯანსაღებელი კურორტებით", - ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მადრიდში მიმდინარე გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 8 ტურისტული კომპანიაა წარდგენილი.

მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე 130-ზე მეტი სახელმწიფოდან 8 ათასზე მეტი კომპანიაა წარდგენილი. FITUR -2023-ს 100 ათასზე მეტი დამთვალიერებელი და ბიზნესის წარმომადგენელი ესწრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები