მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პოზიცია აქვს ტურიზმის ადმინისტრაციას მესამე პირის სავალდებულო დაზღვევაზე - ომიაძის პასუხი

64abd5d78e898
BM.GE
10.07.23 21:45
503
იმედია კონსენსუსს მივაღწევთ, - ასე პასუხობს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი „ტურიზმის კანონის შესახებ“ დასმულ კითხვას“.

საქმე ის არის, რომ კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. გამყვანი ტუროპერატორები ფინანსურ გარანტიებზე ამბობენ, რომ მესამე პირის პასუხისმგებლობის საკითხია შემოსაღები, რადგან ამ საკითხში ბევრი მხარე მონაწილეობს, და მხოლოდ გამყვანი ტუროპერატორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება არ იყო სწორი. Bm.ge მაია ომიაძისგან დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა კანონპროექტის ავტორებს კომუნიკაცია სექტორთან და რაზე შეჯერდნენ.

„მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა არის ევროდირექტივა და ზუსტად ისეთი ფორმით არის გადმოტანილი კანონში, როგორც ამას ევროდირექტივა ითვალისწინებს.

ბოლო პერიოდში, როცა კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა, კერძო სექტორი მუდმივად იყო ჩართული, ხოლო მეორე მოსმენაზე, როცა იქნება მუხლობრივი განხილვა, კერძო სექტორი კვლავ დაესწრება და იმედია, რომ მთლიანობაში კონსენსუსს მივაღწევთ“, - განაცხადა მაია ომიაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები