მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საერთაშორისო წესრიგის გაძლიერებაში იაპონია და საქართველო, შეიძლება, კარგი პარტნიორები იყვნენ"

639d66098aa05
მარიამ დემეტრაშვილი
19.12.22 09:30
456
საქართველოში იაპონიის ელჩმა, იმამურა აკირამ BMG-ის გადაცემა „Forbes talks-ში“ რუსეთ უკრაინის ომს გლობალური გამოწვევა უწოდა.

როგორც ელჩმა თქვა, ევროპის ფრონტზე მიმდინარე მოვლენებზე აზია თვალს ვერ დახუჭავს, ვინაიდან მასაც ეხება.

იმამურა აკირას თქმითვე, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მსოფლიოს ბევრ ქვეყანას თანამშრომლობისკენ უბიძგა, მათ შორის საქართველოსა და იაპონიას.

„რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ ყველას, მათ შორის საქართველოსა და იაპონიას, მჭიდრო თანამშრომლობისკენ გვიბიძგა. ჩვენ ფოკუსირებული უნდა ვიყოთ საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის შენარჩუნებაზე, ვინაიდან რუსეთმა დაარღვია ყველაფერი. ჩვენ აზიაშიც გვაწუხებს შექმნილი სიტუაცია. არ უნდა დავხუჭოთ თვალი იმაზე, რაც ევროპის ფრონტზე ხდება, ვინაიდან ეს განუყოფელია აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონისთვის, რომელსაც ეკუთვნის იაპონია.

ასევე, ვფიქრობ, საერთაშორისო წესრიგის გაძლიერებაში იაპონია და საქართველო, შეიძლება, კარგი პარტნიორები იყვნენ“, - განაცხადა იაპონიის ელჩმა საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები