მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საფრანგეთი რთული ბაზარია" - ილია კახოიძე, რომელიც საფრანგეთში 70-მდე რესტორანს ქართული ღვინით ამარაგებს

60d75cef0e350
თამთა ჯიჯავაძე
26.06.21 21:10
1663
„საფრანგეთი ძალიან რთული ბაზარია, აქ ძალიან პრეტენზიული მომხმარებელია. მათ შეუძლიათ ღვინის ხარისხის შეფასება. თუ კარგ პროუქციას სწორად მივაწვდით, მათ სწორად შეუძლიათ შეაფასონ ის“, - ამის შესახებ Le PONT CAUCASIEN-ის მმართველმა პარტნიორმა ილია კახოიძემ გადაცემა Forbes Talks-ში ისაუბრა.

ყოფილი მორაგბე, რომელიც საფრანგეთში 2005 წელს სწორედ მორაგბის კონტრაქტით ჩავიდა, მეწარმედ ჩამოყალიბდა, და უკვე რვა წელია ქართული ღვინის რეალიზაციით არის დაკავებული.

საფრანგეთში, რომელიც ცნობილია თავისი ღვინის ინდუსტრიით, ილია კახოიძეს უკვე 27 სახეობის ღვინო ჩააქვს. მისი თქმით, ის ღვინის რეალიზაციას 70-მდე რესტორანში, საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში ახორციელებს.

გადაცემაში, რომელიც საფრანგეთში ჩაიწერა, ქართველი მეწარმე ამბობს, რომ მისი ბიზნესი და ქართულ ღვინოზე მოთხოვნა მზარდია, და რომ არა პანდემია, ის კიდევ უფრო წინ იქნებოდა.

„გაცილებით უფრო წინ ვიქნებოდი ბიზნესის კუთხით. 2020-ში 5-6 თვე იყო სრული ლოქდაუნი. თუმცა, წარმოიდგინეთ, მიუხედავად ამისა, გასულ წელს უფრო მეტი გაყიდვა მქონდა, ვიდრე 2019-ში. ჩაკეტვა რომ არ ყოფილიყო 30-40%-იან ზრდას ველოდებოდით. ეს არის დაუღალავი შრომის შედეგი“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები