მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საგზაო უსაფრთხოების ფონდის შექმნა მნიშვნელოვანია" - გელა კვაშილავა

62cc71719a541
ალა ისპირიანი
16.07.22 23:00
1026
ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი გელა კვაშილავა ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების ფონდი შეიქმნის აუცილებლობის შესახებ აცხადებს. ამის შესახებ მან გადაცემა „საქმის კურსში“ ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყანა ამ საკითხში მხოლოდ საერთაშორისო დახმარების იმედად არ უნდა იყოს.

„ავტომანქანის დაზღვევა უკვე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სავალდებულოა და ამას ძალიან ბევრი ბენეფიტი აქვს. მაგალითად სახელმწიფო ნაკლებ რესურსს ხარჯავს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, რაც შეიძლება გაკეთდეს ისაა, რომ ქვეყანაში საგზაო უსაფროების ფონდი შეიქმნას.

ასეთი მაგალითები უამრავ ქვეყანაში, მათ შორის ევროპაშიც არსებობს. დაზღვევიდან გარკვეული თანხა ამ ფონდში მიდის და შემდეგ ამ ფონდიდან კონკრეტული პროექტების განხორციელება ხდება.

ჩვენ ყოველთვის ვერ დავეყრდნობით საერთაშორისო დახმარებას ამ მიმართულებით და მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ფონდი ადგილზე შეიქმნას", - განაცხადა გელა კვაშილავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები