მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სალარო თავისუფალია" - რუსეთში Mcdonald's-ის ახალ სახელს არჩევენ

BM.GE
30.05.22 12:20
285
სტუმარმასპინძლობის და კვების ინდუსტრიის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია McDonald’s-ი რუსეთის ბაზრიდან საბოლოოდ გავიდა, შესაბამისად, ბიზნესი და აქტივები ციმბირელმა ნავთობ-მაგნატმა, ალექსანდრ გოვორმა შეიძინა. CNBC-ის ცნობით, გოვორსა და კომპანიის წარმომადგენლობას შორის შეთანხმება უკვე შედგა, რომლის მიხედვით, რუსი მილიარდერი McDonald’s-ის ობიექტებში განაგრძობს სარესტორნო საქმიანობას, თუმცა ახალი ბრენდის ქვეშ, რომელსაც არ ექნება ამერიკული კომპანიის სავაჭრო ნიშნების გამოყენების უფლება. ამიტომაც მალე McDonald’s-ს ახალი სახელი ერქმევა. ჯამში ხუთი სახელწოდებაა Rospatent-შია წარდგენილი და მათგან უნდა აარჩიონ, ერთ-ერთ ვარიანტად "სალარო თავისუფალიას” განიხილავენ. რა ერქმევა რუსეთში ახალ ბრენდს, რომელიც McDonald’s-ს ჩაანაცვლებს და როდის გაიხსნება ის?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები