მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამედიცინო ჰოლდინგს ეტაპობრივად სტრატეგიული მნიშვნელობის სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიც შეუერთდება“

6032415c911e9
BM.GE
21.02.21 15:13
678
პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაწესებულებების გამართულად ფუნქციონირებისთვის სწორი, ორგანიზაციული და ინსტიტუციური მოწყობაა საჭირო.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამედიცინო ჰოლდინგის მთავარი ამოცანა, კლინიკების მართვის ეფექტურობის ამაღლება, ხარისხიანი სერვისების მიწოდება და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში სერვისების განვითარებაა.

„ჰოლდინგის მთავარი ორიენტირი არის სოციალური პასუხისმგებლობა და ჯანდაცვის პოლიტიკის მიზნების უპირატესობა. ჰოლდინგს ეტაპობრივად შემოუერთდება სტრატეგიული მნიშვნელობის სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიც. ჰოლდინგის ეფეტური საქმიანობის პირველი შედეგები ჩვენ უკვე ვიხილეთ რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე. 25 იანვარს ჩვენ გავხსენით ახალი კოვიდ განყოფილება, რომელიც სრულად აღჭურვილი 400 საწოლით მოემსახურება პაციენტებს. რესპუბლიკური საავადმყოფოს მასშტაბური რესურსი, რომელიც წლების მანძილზე გამოუყენებელი რჩებოდა, ეტაპობრივად რეაბილიტირდება და სულ მალე სრლი დატვირთვით მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას. მსგავსი რეაბილიტაცია და განახლება შეეხება ჰოლდინგის ქვეშ გაერთიანებულ ყველა დაწესებულებას“,-განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ სამედიცინო ჰოლდინგში შედის თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიური ცენტრი, ბავშვთა ინფექციური, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოები. მისი ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები