მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვა არ იგეგმება" - ტიკარაძე

5fa12bec98751
ინგა მურუსიძე
03.11.20 14:00
1648
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ირწმუნება, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვა არ იგეგმება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, დღეს ამაზე არ უსაუბრიათ.

„დღევანდელი ჩვენი კოეფიციენტი ინფექციის გავრცელების არის 1,38. ამ მაჩვენებელზე არ ვფიქრობთ, რომ საქალაქთაშორისო შეზღუდვები გვექნება, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ვირუსზე. დღეის მდგომარეობით, არანაირ "ლოქდაუნზე" და მსგავს მკაცრ შეზღუდვაზე საუბარი არ გვქონია“, - განაცხადა ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები