მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველო მზად არის სომხეთს PCR ტესტების ნიმუშები საჩუქრად გადასცეს"

5ee20e96e4991
ინგა მურუსიძე
11.06.20 14:57
908

საქართველო მზად არის სომხეთს გარკვეული რაოდენობის PCR ტესტების ნიმუშები საჩუქრად გადასცეს, - ამის შესახებ დაავადებათა კოტროლის ეროვნული ცენტრის ხელმღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, დახმარების პაკეტთან დაკავშირებით სომხეთისა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრებს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგება.

„მე როგორც ვიცი, სომხეთისა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრებს შორის დღეს საღამოს შედგება სატელეფონო საუბარი და დაზუსტდება, თუ რა მოთხოვნა აქვს სომხეთს და რით შეგვიძლია დავეხმაროთ. რაც შეეხება დაავადებათა კონტროლის ცენტრს, შეთავაზება გავაკეთეთ უკვე როგორც იცით და დღიურად 500-დან 1000-მდე PCR ტესტი შეგვიძლია ჩავუტაროთ სომხეთში აღებულ ნიმუშებს, ან გარკვეული რაოდენობა ამ ტესტებისა გადავცეთ საჩუქრად", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი ცოტა ხნის წინ შედგა. როგორც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას,  სომხურმა მხარემ ქართველ კლინიცისტებთან კომუნიკაციის და მათი მხრიდან გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა. უახლოეს პერიოდში დაიგეგმა ვიდეო კონფერენცია.

"ჩვენი მხრიდან შეთავაზებული იყო სასუნთქი აპარატებით დახმარება, ასევე პერსონალის, რა თქმა უნდა ვინც გამოთქვამს სურვილს ამის შესახებ, სომხეთში გაგზავნა. ასევე შევთავაზეთ, რომ ჩვენი ტესტების მოცულობიდან გამომდინარე შეგვიძლია დავუშვათ საზღვარზე ავაწყოთ ისეთი ლოჯისტიკა, რომ მათ ჰქონდეთ ნაცხების გადმოცემის შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში თუ თავიანთი ლაბოლატორიული სიმძლავრე არ ყოფნით, ჩვენ დავახმართ ჩვენს ლაბოლატორიულ სიმძლავრეს. მინისტრს მოეწონა ეს იდეა თუმცა ჯერჯერობით შევთანხმდით იმაზე, რომ შედგება ორი ქვეყნის სპეციალისტებს შორის კომუნიკაცია და მას შემდეგ გადაწყდება დამატებითი დეტალები“, - აღნიშნავს ეკატერინე ტიკარაძე.

ვიდეო კონფერენცია უახლოეს მომავალში ჩაინიშნა და მასში მონაწილეობას ჯანდაცვის სამინისტროს საკოორდინაციო კომისიისა და კლინიკური ჯგუფის წევრები მიიღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები