მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს აუდიტის სამსახური ევროკავშირის განვითარების დონეს უკვე დაეწია” - მექვაბიშვილი

62a87018a4ebf
შოთა ტყეშელაშვილი
14.06.22 15:45
1036
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი, ირაკლი მექვაბიშვილი პარლამენტს 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. მოხსენებაში საუბარია აუდიტის სამსახურის დამოუკიდებელი შეფასების - SAI-PMF-ის შედეგებს, რომელიც OECD-ისა და ევროკავშირის პროექტის ფარგლებში აფასებს სხავადსხვა ქვეყანას. ანგარიშის მიხედვით, ამ შეფასების დონე საქართველოსთვის 2019 წელს 2.2 ქულა იყო, რაც წელს უკვე 3.4 ქულამდე გაიზარდა.

"2022 წელს აუდიტის სამსახურმა OECD-ისა და ევროკავშირის SIGMA-ს პროექტის მხარდაჭერით, განახორციელა განმეორებითი SAI-PMF შეფასება 2020-2021 წლების პერიოდზე. მიღებული შედეგები ასახავს სტრატეგიული გეგმით განსაზღვრული ყველა პარამეტრის მიღწევას, რაც გამოიხატება სამსახურის ინსტიტუციური განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლაში, 2017 წლის შეფასების საშუალო მაჩვენებლიდან (2.2 ქულა) 2022 წლის 3.4 ქულამდე, მაქსიმალური 4 ქულიდან. SAI-PMF-ის შეფასება და სხვა ევროპულ უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებთან შედარება ცხადყოფს, რომ საქართველოს აუდიტის სამსახური სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მისი ინსტიტუციური განვითარება დაეწია ევროკავშირის ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ქვეყნების დონეს.

SAI-PMF კომპლექსური მექანიზმია, რომელიც ეყრდნობა უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო სტანდარტებს. იგი აფასებს როგორც აუდიტორულ, ასევე არააუდიტორულ საქმიანობას, საკანონმდებლო ჩარჩოს, ორგანიზაციის დამოუკიდებლობის ხარისხსა და მანდატს, შიდა მმართველობასა და ეთიკას, დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციასა და ადამიანური რესურსების მართვას,” - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები