მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკისა" და მისი პარტნიორების მხარდაჭერა უკრაინას

621d0e634793f
BM.GE
28.02.22 22:12
950
"საქართველოს ბანკი" პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, უკრაინის მხარდაჭერის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას:

• "საქართველოს ბანკის ინიციატივით, პარტნიორ კომპანიებთან ერთად, წითელი ჯვრის მხარდაჭერით, ჰუმანიტარული დახმარება გადაეცემა უკრაინელ ხალხს.

• ასევე, პარტნიორ სასტუმროებთან ერთად, უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უზრუნველვყოფთ საცხოვრებელი ადგილებით.

ადამიანები, რომლებიც საჭიროებენ სასტუმროში განთავსებას უნდა დაუკავშირდნენ საქართველოს ბანკის სატელეფონო მომსახურების ცენტრს ნომერზე: (0322) 444-444

• გარდა ამისა, ნებისმიერ მსურველს, ვისაც სურს, ფინანსური თანადგომა გამოხატოს უკრაინის მიმართ, თანხის ჩარიცხვა შეუძლია საქართველოს ბანკის ფონდის - სიცოცხლის ხის ანგარიშზე (ანგარიში იხილეთ კომენტარებში)

საქართველოს ბანკის თანამშრომლების სახელით ანგარიშზე უკვე გადარიცხულია 250 000 ლარი

ჩარიცხული თანხა სრულად გადაირიცხება წითელ ჯვარში," - წერს საქართველოს ბანკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები