მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით „შპს კერამიკა ელტორენტე +“ საქმიანობას იწყებს

5fb3b02670034
ვიქტორია მღებრიშვილი
17.11.20 15:16
1128
საქართველოს ბანკის თანამონაწილეობით აგურის საწარმო „შპს კერამიკა ელტორენტე +“ საქმიანობას იწყებს.

როგორც BM.GE-ის ბანკიდან აცნობეს, პროექტის მხარდასაჭერად ბანკმა 1.8 მლნ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის მობილიზება შეძლო. საწარმოს გახსნა მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.

„ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ადგილობრივი პროექტების წახალისებას. მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, შეგვეტანა წვლილი ადგილობრივი წარმოების გაფართოებაში, კერძოდ კერამიკული აგურის სტარტაპ საწარმოს დაფინანსებით. მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სამომავლო განვითარებას. ასევე, დადებითად აისახება ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ საწარმოს სამომავლო საქმიანობაში", - განაცხადა "საქართველოს ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ მასურაშვილმა.

ცნობისთვის: პროექტის ჯამური ღირებულება 3.3 მლნ დოლარს შეადგენს. ობიექტი 40-მდე ადამიანს დაასაქმებს, პროდუქტის რეალიზაცია კი ადგილობრივ ბაზარზე იგეგმება. პროდუქტი კონკურენტული ფასით და წონით ასევე, თბოიზოლაციის თუ ხმის იზოლაციის კარგი მაჩვენებლებით გამოირჩევა. შესაბამისად, მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება სამშენებლო ბლოკის ჩანაცვლება.
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები