მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ფინანსური სექტორი და ტექნოლოგიების ეკოსისტემა, გლობალური ფინანსური სექტორისთვის სულ უფრო საინტერესო ხდება"

63c6c3a79b3c5
BM.GE
17.01.23 20:15
460
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის CitiGroup-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან ჯეი კოლინსთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოს ძლიერი ფინანსური სექტორი და ინოვაციებით გაჯერებული ფინანსური ტექნოლოგიების ეკოსისტემა, გლობალური ფინანსური სექტორის ლიდერებისთვის სულ უფრო საინტერესო ხდება.

“ყოველთვის სასიამოვნოა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის CitiGroup-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან ჯეი კოლინსთან შეხვედრა და საქართველოს მომავლის ფინანსური მომსახურების ჰაბად განხილვა. ქვეყნის ძლიერი ფინანსური სექტორი და ინოვაციებით გაჯერებული ფინანსური ტექნოლოგიების ეკოსისტემა სულ უფრო საინტერესო ხდება გლობალური ფინანსური სექტორის ლიდერებისთვის”,- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დავოსში განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ დაგეგმილი აქვს მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან. მისი თქმით, აგრეთვე დაგეგმილია მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრები. 

„ამ შეხვედრების მთავარი მიზანია მათ უკეთ გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი, ის საინვესტიციო გარემო,რომელიც არის ქვეყანაში, რაც მათ მისცემს საშუალებას კარგად შეაფასონ პოტენციალი ჩვენი ქვეყნის და გადადგან ქმედითი ნაბიჯები იმისთვის,რომ საქართველოში ეს კომპანიები შემოვიდნენ და გააკეთონ კონკრეტული ინვესტიციები,“- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დავოსში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Citigroup-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ჯეი კოლინზს უკვე შეხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები