მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოში ინვესტიციებისთვის უზარმაზარი პოტენციალია, ეს არის საუკეთესო ადგილი მსოფლიოში" - ლორენ მოსი

6318ad0882f42
BM.GE
07.09.22 23:00
727
საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტის ლორენმა მოსის შეფასებით, საქართველოში ინვესტიციებისთვის უზარმაზარი პოტენციალია. მან საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ საქართველო მსოფლიოში საუკეთესო ადგილია.

ლორენ მოსის თქმით, საქართველოში შესანიშნავი ინფრასტრუქტურა, ბიზნეს კულტურა და კომუნიკაციის უნარებია.

"საქართველოში პირველად ვიმყოფები და ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანია ქვეყნის საინვესტიციო პერსპექტივებში გარკვევა. მინდა გითხრათ, რომ გაოცებული ვარ - ეს არის საუკეთესო ადგილი მსოფლიოში, ეს არის იდეალური კარიბჭე ცენტრალურ ევროპასა და აზიას შორის. აქ არსებული ორენოვნება ძალიან შთამბეჭდავია. სიმართლე გითხრათ, აქ ცარიელი შთაბეჭდილებებით ჩამოვედი და ამ რამდენიმე დღეში პოზიტიური შთაბეჭდილებებით ვარ სავსე. საქართველოში ინვესტიციებისთვის უზარმაზარი პოტენციალია“, - განაცხადა ლორენ მოსმა.

გაცნობებთ, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით, საქართველოში საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებს ე.წ. ლოკაციის კონსულტანტების რამდენიმედღიან გაცნობით ტურს მასპინძლობს.

აშშ-დან, ევროპიდან და აზიიდან საქართველოში მყოფი საინვესტიციო კონსულტანტები უახლოესი დღეების განმავლობაში შეხვედრებს გამართავენ, როგორც ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანიებთან, ასევე ბიზნესასოციაციებთან, დონორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში მოქმედ უცხოურ კომპანიებთან.
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები