მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში იზრდება იმ სტუდენტთა რიცხვი, რომლებსაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურთ”

5f7224ed1fe87
მარიამ ადამია
28.09.20 23:13
1446
“საქართველოში ყოველწლიურად იზრდება იმ სტუდენტების რიცხვი, რომლებსაც სურთ სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება და თან სრული დაფინანსებით,” - ამის შესახებ Bm.ge-სთან, საზღვარგარეთ სწავლის სააგენტოს, libra.ge-ს დამფუძნებელმა, ნადია ტარასოვამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სრული დაფინანსების მოპოვება ძალიან შრომატევადი პროცესია პირველ რიგში სტუდენტის მხრიდან და ამისთვის მან მზადება ბავშვობიდანვე უნდა დაიწყოს.

მისივე თქმით, სააგენტოებისთვის პრობლემაა ის რომ ისინი ვერ უზრუნველყოფენ გაგზავნას, თუკი სტუდენტის დაგროვილი განათლება არ იძლევა ამის შესაძლებლობას, ასევე ამ მხრივ არსებობს პრობლემა სტუდენტებისთვისაც, რომელთა მოთხოვნები ხშირ შემთხვევაში აცდენილია რეალობას.

“ძალიან ხშირად მოდიან ჩვენთან სტუდენტები, რომელთა დაგროვილი განათლება არ გვაძლევს საშუალებას მოვაპოვებინოთ საერთოდ დაფინანსება, აღარ არის საუბარი აქ უკვე სრულ დაფინანსებაზე. ასევე მაგალითად გვწერენ ელექტრონულ ფოსტებს, რომ სურთ სწავლა ევროპაში და ამ დროს წერილში, რომელიც ინგლისურ ენაზეა დაწერილი, პირველივე წინადადებაში შეცდომა იკვეთება, ამიტომაც ხშირად სტუდენტები რეალობას არიან მოწყვეტილები,” - აღნიშნა ნადია ტარასოვამ.

შეგახსენებთ, პანდემიისა და გაურკვევლობის გამო ქართველ სტუდენტთა 80%-მა საზღვარგარეთ სწავლა გადადო ან გააუქმა, შესაბამისად შემცირდა საგანმანათლებლო მიზნით გამგზავრებულთა რიცხვი საქართველოდან, რომლებიც ყოველწლიურად საზღვარგარეთ სწავლაში 10-15 ათას ევროს იხდიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები