მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სათამაშოების ჰოსპიტალი" – რას გულისხმობს „ჩიკატაის“ ახალი პროექტი

61643f08c12c0
ვიქტორია მღებრიშვილი
11.10.21 23:40
1434
სათამაშოების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია „ჩიკატაი“ რბილი სათამაშოების მოყვარულებსა და პატრონებს ახალ სერვისს სთავაზობს.

კომპანია „სათამაშოების ჰოსპიტალს“ სულ მალე „ჩიკატაის“ 4 წლის იუბილეზე 25 ოქტომბერს აამოქმედებს და სწორედ არ დროს მიიღებს პირველ „პაციენტებსაც“, თუმცა სათამაშოების მკურნალობას კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ მომხმარებლის ჩაწერა რამდენიმე დღით ადრე 20 ოქტომბრიდან დაიწყება.

“ზრუნვა ის სუპერ ძალაა, რომელიც ყველა ჩვენგანშია, მთავარია აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ! თუ ამას შევძლებთ, ვნახავთ როგორ შეიცვლება ჩვენი გარემო უკეთესობისკენ. რაკი ჩვენ ჩვენი ბავშვობიდან მოვდივათ, გვინდა დავეხმაროთ ჩვენი საზოგადოების ყველაზე პატარა წევრებს ეს ძალა ადრეულ ასაკშივე აღმოაჩინონ და გამოიყენონ”, - აცხადებენ კომპანიაში.

BM.GE-სთან საუბრისას „ჩიკატაის“ დამფუძნებელი თამარ ბუიღლიშვილი ამბობს, რომ იდეის პროექტად ქცევისა და განხორციელებისთვის დაახლოებით 3 500 ლარი დაიხარჯა.

"სათამაშოების ჰოსპიტალი" მიზნად ისახავს რბილი სათამაშოების შეკეთება/განახლებას, რაც პოსტ-კონსუმერული ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანას უწყობს ხელს და კომპანიის განვითარების მეთორმეტე მიზანს ემსახურება - მდგრადი მოხმარება და წარმოება. უხანგრძლივებს სასაციცხლო ციკლს სათამაშოებს, რომ არ მოხდეს დროზე ადრე მათი გადაყრა და არ დადგეს ახლის ყიდვის საჭიროება (overconsumption).

ამ პროექტის მნიშვნელობას ზრდის ის ფაქტორი, რომ ბავშვებს აქვთ საშუალება თავად მოიყვანონ სათამაშოები შესაკეთებლად, სადაც მოუყვებიან რას ნიშნავს ნივთებზე ზრუნვა, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი გარემოსთვის. ამ ყველაფერს ექნება "როლური თამაშის" ფორმა, რაც გაზრდის მათ მოტივაციას და გაუჩენს მოთხოვნილებას გაუფრთხილდნენ და იზრუნონ თავიანთ საყვარელ მეგობრებზე და გარემოზე

გვჯერა, რომ ახალი თაობა ისედაც უფრო პასუხისმგებლიანი და მზრუნველი იქნება და გვინდა, რომ „ჩიკატაიმაც“ შეიტანოს თავის პატარა წვლილი ამ ნაწილში“, - ამბობს თამარ ბუიღლიშვილი და დასძენს, რომ კომპანია შესაკეთებლად ნებისმიერი წარმოების რბილ სათამაშოს მიიღებს, თუმცა სათამაშოების უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი მოხდება.

მისი ინფორმაციით, სერვისის ღირებულება 5-20 ლარი იქნება. „ეს უფრო კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია და ამით მოგებაზე ორიენტირებულები არ ვართ. ვიმედოვნებთ, რომ სათამაშოების ჰოსპიტალს“ ძალიან ბევრი პასუხისმგებლიანი მომხმარებელი ეყოლება“, - ამბობს თამარ ბუიღლიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები