მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სავალდებულო დაზღვევის შემოღება მოცულობას გაზრდის, მოხდება ფასის ადაპტირებაც" - “ბბ დაზღვევა”

62bb1a640005f
მარიამ იზორია
28.06.22 23:49
749
“ბბ დაზღვევის” გენერალური დირექტორი bm.ge-სთან სავალდებულო დაზღვევის შემოღების მნიშვნელობაზე საუბრობს. კოტე სულამანიძის თქმით, ეს ნაბიჯი ბაზრის მოცულობას გაზრდის, შესაბამისად სადაზღვევო პაკეტების ფასები უფრო მეტად ადაპტირებული იქნება.

მისივე განმარტებით, მაშინ როცა ქვეყანა ევროკავშირთან ასე ახლოს არის, მნიშვნელოვანია, რომ დაზღვევის მიმართულებით ანალოგიური სტანდარტები გვქონდეს, რაც ევროპას აქვს.

“სადაზღვევო კომპანიებისთვის ფასწარმოქმნის განმსაზღვრელი მოცულობაა. ანუ რაც უფრო დიდი მოცულობის არის ბაზარი, მით უფრო დაბალია პაკეტის ფასი. აქედან გამომდინარე, სავალდებულო დაზღვევის შემოღება მოცულობას გაზრდის, შესაბამისად მოხდება ფასის ადაპტირებაც. მეორე - როცა ასე ახლოს ვართ ევროკავშირთან, მნიშვნელოვანია დაზღვევის მიმართულებით ანალოგიური სტანდარტები გვქონდეს, რაც ევროპაშია”, - ამბობს ის.

“ბბ დაზღვევის” გენერალური დირექტორი ტურისტების დაზღვევის შემოღებაზეც საუბრობს. როგორც თავად აღნიშნავს, ამ მხრივ სექტორი მზად არის.

“ტურისტების სავალდებულო დაზღვევა სახელმწიფოს მიერ იყო ინიცირებული, ამ მხრივ სექტორი მზად არის, ამის გაკეთება შესაძლებელია, თუმცა ჯერ ავტომობილების სავალდებულო დაზღვევაზე უნდა გვქონდეს ფოკუსირება და მერე მოყვება ამას სხვა დაზღვევები”, - აღნიშნავს კოტე სულამანიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები