მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სექტორადაც არ ვართ აღიარებული, რაც ბევრ პრობლემებს იწვევს" – კოსმეტიკის ბრენდი „ეიფორია“

642bf07cd0c26
ნანუკა ნარიმანიძე
15.04.23 13:03
864
„როდესაც სფერო არ რეგულირდება, ძალიან რთულია მომხმარებლის ნდობის მოპოვება. ჩვენს სფეროს სახელმწიფოსგან ჩართულობა სჭირდება, სექტორადაც არ ვართ აღიარებულები და ეს ძალიან ბევრ პრობლემებს იწვევს, ჩვენივე ინტერესებშია ამ საკითხის დარეგულირება და აქტიურად ვმუშაობთ ამაზე“, - ამის შესახებ კოსმეტიკის ბრენდი „ეიფორიას“ თანადამფუძნებელმა ანა სულაბერიძემ გადაცემა „ქალები ნარატივში“ სტუმრობისას განაცხადა.

ამასთან, დამფუძნებელმა ექსპორტზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ამ კუთხით ძალიან ბევრი სამუშაოა.

„ჩვენი პირველი გეგმა ექსპორტზე გასვლაა, ჩვენს პროდუქტზე დაინტერესება, ძირითადად, არაბეთის ქვეყნებიდანაა, განსაკუთრებით ჩვენს ზეთებსა და შიმერებზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვინდა ექსპორტზე გასვლა, ამ კუთხით ძალიან ბევრი სამუშაოა. კონკრეტულად სერტიფიცირების თვალსაზრისით ბევრი სირთულეა და სახელმწიფო არ არის დიდად დაინტერესებული ამ ნაწილით, ამიტომ ვმუშაობთ, რათა ყველაფრის სერტიფიცირება მოხდეს და სამომავლოდ უპრობლემოდ გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე“ ,- დასძინა მან.

მისივე თქმით, მომავალში კომპანია მესამე ფილიალის გახსნასაც გეგმავს.

„წელს ვაკეში მეორე ფილიალი გავხსენით, სამომავლოდ აუცილებლად გვინდა გაფართოება, ვფიქრობთ მესამე ფილიალის გახსნაზეც“,- აღნიშნა ანა სულაბერიძემ Bm.ge-თან ინტერვიუში.

ცნობისთვის: „ეიფორია“ 6 წლის წინ გამოჩნდა ბაზარზე და ის მომხმარებელს ხელნაკეთ, ნატურალურ თავისა და ტანის მოვლის საშუალებებს სთავაზობს. კომპანია პროდუქტს თბილისში აწარმოებს და 15-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული. პროდუქციის შეძენა სავაჭრო ცენტრ „გალერეა თბილისში“, „აქსის თაუერში“, აპლიკაცია "გლოვოსა" და "ვოლტზეა" შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები