მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

"შარშან ბევრი მაკრიტიკებდა, როცა ეკონომიკა გავხსენით... რისკიანი იყო, მაგრამ გააზრებული"

შარშან ძალიან ბევრი მაკრიტიკებდა, როცა გავხსენით ეკონომიკა. თქვენ გგონიათ, ეს არ იყო რისკი ჩემთვის პირდადად, ან მთავრობისთვის ან ქვეყნისთვის? რისკიანი იყო, მაგრამ გათვლილი, გააზრებული. ვიცოდით, როგორ უნდა გვემართა პროცესი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ხელისუფლების სწორმა ნაბიჯებმა განაპირობა ის ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც დღეს საქართველოს სხვა ქვეყნებისგან გამოარჩევს.

“ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა და 14%-იანი ეკონომიკური ზრდა. ახლა მკითხავთ - რომელ ქვეყანაში არ არის? არსად არ არის, არსად - ევროპაში.

კატარში ვიყავი ეკონომიკურ ფორუმზე და მქონდა ბევრი შეხვედრა… ჩვენთან მართლაც არის ერთერთი გამორჩეული ეკონომიკური ზრდა. შარშან ძალიან ბევრი მაკრიტიკებდა, როცა გავხსენით ეკონომიკა. თქვენ გგონიათ, ეს არ იყო რისკი ჩემთვის პირდადად, ან მთავრობისთვის ან ქვეყნისთვის? რისკიანი იყო, მაგრამ გათვლილი, გააზრებული. ვიცოდით, როგორ უნდა გვემართა პროცესი.

შარშან მივიღეთ 10.8%-ის ეკონომიკური ზრდა. ამან დამატებით მილიარდზე მეტი გააჩინა ბიუჯეტში, რითიც დავაფინანსეთ ძალიან ბევრი რამ: ბავშვებს დავუფინანსეთ...დავიწყეთ განახლებული რეგიონები და სხვა ბევრი პროექტი, რომელიც ამ ფულით დაფინანსდა. წელს პირველ კვარტალში 14.4%-ია ეკონომიკური ზრდა. არსად არ არის ევროპაში.

ინფლაცია არის ისტორიულ მაქსიმუმზე აშშ-ში, ევროპაში, წამყვან ეკონომიკებში: გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ბრიტანეთში; თურქეთში 73%-ია, მოლდოვაში 27%. ჩვენ ამ დროს 12%-13%-ის ფარგლებში ვახერხებთ ინფლაციის შენარჩუნებას თან ორნიშნა ეკონომიკური ზრდის პირობებში და ასეთი ოპოზიციის პირობებში, მეგობრებო”,- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები