ბიზნესმენი ევროკავშირმა სანქცირებული რუსი ბიზნესმენების სიაში შეიყვანა. წერს RBC.
ალექსანდრ პონომარენკო შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტს 2016 წლიდან იკავებდა.
"შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებლად ვთვლი, მოვიხსნა „შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის უფლება-მოსილება.
მიმდინარე წლის 28 თებერვალს მე ევროკავშირის სანქციების სიაში შემიყვანეს. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია გელენჯიკში არსებული უძრავი ქონება, რომელთან დაკავშირებითაც არაერთხელ განმიცხადებია რუსული და უცხოური მედიასაშუალებებისთვის, რომ აღნიშნული პროექტიდან 2016 წელს გამოვედი, მონაწილეობა არ მიმიღია მის დაფინანსებაში და მას შემდეგ პროექტთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ასევე არ ვიცნობ ს.ვ. აქსიონოვს (დე-ფაქტო ყირიმის ხელმძღვანელი) და მას არასდროს შევხვედრივარ“, - აჟღერებენ შერემეტიევოს პრესსამსახურში პონომარენკოს სიტყვებს.ის იმედს იტოვებს, რომ საერთაშორისო კრიზისი მალე გადაწყდება და ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები ნორმალიზდება.
RBC წერს, რომ ალექსანდრ პონომარენკო ევროკავშირმა სანქცირებული რუსი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების სიაში შეიყვანა. „ბატონი პონომარენკო ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებულ სხვა ოლიგარქებთან მჭიდრო კავშირშია. ასევე სერგეი აქსიონოვთან, რომელიც ე.წ. ყირიმის რესპუბლიკის ლიდერია“, - წერია ევროკავშირის მიერ ბიზნესმენის სანქცირების მიზეზებში.




























