მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შევიქმენით ილუზია, რომ კოვიდი დავამარცხეთ და ეს სწორი არაა" - ამირან გამყრელიძე

5f16bcc4b2034
ინგა მურუსიძე
21.07.20 14:02
1102
"ქაღალდზე ბევრი რეგულაციაა, მთავარია ვიცოდეთ - ნუ მოეშვებით", - ამ სიტყვებით მიმართა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას დღეს გამართულ ბრიფინგზე.

„ქაღალდზე ბევრი რეგულაციაა. მთავარია, რომ მოუწოდეთ ტელევიზიების მეშვეობით ყველას - ნუ მოეშვებით. ის, რაც დადგენილია, რომ ტაქსიში წინ არ უნდა იჯდეს ადამიანი და უკან უნდა იჯდეს მხოლოდ ორი პირი - ეს ყველამ უნდა შეასრულოს. მეტროში, ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსიში, საჭიროა, პირბადე. ჩვენ შევიქმენით ილუზია, რომ კოვიდი დავამარცხეთ და ეს სწორი არ არის. დაიცავით რეკომენდაციები, რომელსაც გაძლევთ“, - მიმართა გამყრელიძემ მოსახლეობას.

შეგახსენებთ, ქვეყანაში გუშინ კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო დღეს - 10, მათგან 7-ის  წყარო დაუდგენელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები