მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შევისწავლით სანქცირებულია თუ არა Точка ბანკი"- მესტვირიშვილი

644b831e53471
ვიქტორია მღებრიშვილი
28.04.23 13:05
1211
სტატიაში საუბარია:
27 აპრილს მედიით გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ბანკი Точка მეწარმეებისთვის სავალუტო ოპერაციებს ქართულ ლარშიც აწარმოებს. საკრედიტო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ქართული ვალუტის გაგზავნა შესაძლებელია საქართველოს და მსოფლიოს ნებისმიერ ბანკში.

აღნიშნული ინფორმაციის გარკვევას BM.GE ეროვნულ ბანკთან ცდილობდა. დღეს კი სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა IDFI-ის „30 კითხვა მთავრობის ეკონომიკური გუნდს“ დოკუმენტი პრეზენტაციის დასრულების შემდეგ არჩილ მესტვირიშვილმა გააკეთა განმარტება. მისი თქმით, სებ-ი შეისწავლის სანქცირებულია თუ არა ეს ბანკი ან მათი მფლობელები და დადასტურების შემთხვევაში ქართულ ბანკებს Точка-სთან ურთიერთობა არ ექნებათ.

„თუ ეს ბანკი სანქცირებულია, მაშინ მასთან საკორესპონდენციო ურთიერთობას არც ერთი ბანკი არ დაიჭერს, შესაბამისად, გადარიცხვები არ იქნება არც რუბლით, არც ლარით და არც სხვა ვალუტით. თუ ბანკი სანქცირებული არ არის, მაშინ რისკი არ არის, არ აქვს მნიშვნელობა ეს გადარიცხვები რომელ ვალუტაში ხდება. ამას ჩვენ შევისწავლით, ასევე კომერციულ ბანკებს დავუკავშირდებით, მაგრამ ჩვენს გარეშეც თუ ეს ბანკი ან მათი მფლობელები არიან სანქცირებულები, ქართული ბანკები მათთან ურთიერთობას არ დაიჭერენ“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები