მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შიდა ქართლის პრობლემებს კარგად ვიცნობ" - სახელმწიფო რწმუნებული

60228db84e594
ინგა მურუსიძე
09.02.21 17:57
707
შიდა ქართლის რეგიონიში ახლადდანიშნული სახელმწიფო რწმუნებული, მამუკა საღარეიშვილი ირწმუნება, რომ საქმიანობას იმ პრობლემების მოგვარებით დაიწყებს, რაც არსებობს შიდა ქართლის რეგიონში.

მანვე აღნიშნა, რომ ვინაიდან სამსახურეობრივად რამდენიმე წელი იმყოფებოდა შიდა ქართლში, მისთვის კარგად არის ცნობილი რეგიონში არსებული პრობლემები.

„დავინიშნე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე. უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის, რაც ერთგვარი სტიმულია ჩემი სამომავლო საქმიანობის შესრულებსითვის და რა თქმა უნდა, ახალ საქმიანობას დავიწყებ იმ პრობლემების მოგვარებით, რაც არსებობს შიდა ქართლის რეგიონში.

აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ შიდა ქართლში სამსახურეობრივად რამდენიმე წელი მომიწია ყოფნა, მუშაობა, კარგად ვიცნობ რეგიონსა და შესაბამისად იქ არსებულ პრობლემებს,“ - განაცხადა მამუკა საღარეიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები