სილქნეტმა თავისი პირველი წლიური ანგარიში გამოსცა და ამით იგი საქართველოში მოქმედ იმ მცირე კომპანიათა რიცხვს შეუერთდა, რომლებიც საერთაშორისო ინვესტორებისთვის უშვებენ annual report-ებს. ანგარიშგებიდან ვიგებთ, რომ 2019 წელი სილქნეტისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა: კომპანიის EBITDA 7.8%-ით გაიზარდა მიუხედავად ისეთი არასახარბიელო ფაქტორებისა, როგორიცაა გაზრდილი კონკურენცია, ზარის დასრულების ტარიფის შემცირების ნეგატიური ეფექტი და ლარის გაუფასურება. მნიშვნლეოვანი იყო 200 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები გამოშვება, და ფაქტი, რომ სილქნეტის აქციები ივაჭრება როგორც ირლანდიის, ასევე ადგილობრივ, ქართულ ბირჟაზე.