მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სილქნეტის" მობილური ქსელი - უსწრაფესი ინტერნეტი

BM.GE
08.06.20 09:00
689
ინტერნეტი კვლავაც ერთ ერთი მთავარი საკომუნიკაციო არხია. საქმიანი შეხვედრები იქნება თუ სხვა ნებისმიერი ფორმით მაგალითად მედიის საქმიანობაც ამ დროს ინტერნეტის ხარსხზე პირდაპირ დამოკიდებული ხდება და ჩვენც შესაბამისად იმ კომპანიების კეთილსინდისიერებაზე ვართ დამოკიდებული, რომელთა მომსახურებასაც ვირჩევთ. თქვენ წარმოიდგინეთ და ინტერნეტის ხარისხზე ჩივილებს ყველაზე ხშირად სწორედ ინტერნეტში ნახავთ. ჩვენ ცოტა უფრო მეტის გარკვევა ვცადეთ და გამოვითხოვეთ ინფორმაცია სილქნეტისგან იმის გასაგებად, რომ გაგვეგო, რა ზომებს მიმართა ქვეყნის მსხვილმა სატელეკომუნიკაცო კომპანიამ რომ გაზრდილ მოხმარებას ხარისხიანი მიწოდებით გამკლავებოდა. კომპანია გვპასუხობს,რომ დღევანდელი მოთხოვნის პირობებში 30%-ითა გაზრდილი სილქნეტის ფიქსირებული ინტერნეტის მოხმარება; (სიჩქარე 120 გეგაბიტი წამში ავიდა 160 გეგაბიტ წამზე) და 215%-ით გაიზარდა მობილური ინტერნეტის მოხმარება (მოცულობა: 4.8 მილიონი გეგაბაიტი გაიზარდა 15 მილიონ გეგაბაიტამდე). ამავე დროს მობილური ქსელის განვითარებისთვის,კომპანიამ ჩაატარა გარდაქმნები.ჯეოსელის შეძენის შემდეგ კომპანიამ პრიორიტეტად მობილური ინტერნეტის გაუმჯობესება დაასახელა და შედეგისთვის ინვესტიციებიც გაიღო. მარეგულირებლის ანგარიშის მიხედვით, მაგალიტად შიდა ქართლში დაახლოებით 700 კმ-ის რადიუსში ჩატარებული დრაივ ტესტის მიხედვით, რომ სილქნეტის მაჩვენებლები საუკეთესოა, როგორც ქსელში წარმატებით განხორციელებული ზარების, ისევე ინტერნეტის ხარისხის მიხედვით.


ამავე ანგარშში გამოქვეყნდა კახეთის და იმერეთის ტესტირების შედეგებიც, სადაც როგორც კომპანიაში ამბობენ შედეგებით თავის მოწონების მიზეზი ნამდვილად აქვს.
 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები