დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, "სინოვაკის" ვაქცინით ასაცრელად უკვე 3 900 ადამიანი დარეგისტრირდა.
"რამდენადაც ვიცი, "სინოვაკის" ვაქცინით ასაცრელად, ცოტა ხნის წინ 3900 ადამიანი იყო უკვე დარეგისტრირებული. ასე რომ, საკმაოდ კარგად დაიწყო რეგისტრაცია", - განაცხადა იმნაძემ.
ინფორმაციისთის: "სინოვაკის" ვაქცინაზე ასაცრელად რეგისტრაცია დღეს დაიწყო, 23 მაისიდან კი აცრა დაიწყება.




























