მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სომხეთთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მაგისტრალის აღსადგენად ყველაფერს ვაკეთებთ" - ზახაროვა

649d63d669b96
გიგა ბენია
29.06.23 15:11
693
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სომხეთში სარკინიგზო მიმოსვლა აღდგეს.

მედიასთან ბრიფინგზე მარია ზახაროვას ჟურნალისტმა ჰკითხა: მოგეხსენებათ, რუსეთსა და სომხეთს შორის საქართველოს გავლით სარკინიგზო კომუნიკაცია დაბლოკილია. ერევანში ამბობენ, რომ პრობლემა აფხაზეთშია. თქვენი აზრით, როგორია ამ საკითხის მოგვარების პერსპექტივები?

"ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ იმ ფართომასშტაბიანი საგზაო რუკის განსახორციელებლად, რომელიც დასახულია. ეს საგზაო რუკა მოიცავს დოკუმენტების ხელმოწერას სახელმწიფოს მეთაურებისა და ჩვენი ქვეყნების მთავრობებს დაქვემდებარებული შესაბამისი კომისიების დონეზე. ყველაფერი კეთდება ყოველდღიურად, რომ ეს განხორციელდეს“, - თქვა ზახაროვამ.

მანამდე „აფხაზეთის ტერიტორიის“ გავლით სარკინიგზო ტრანზიტის აუცილებლობის შესახებ რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა სერგეი კატინირმა განაცხადა. აღსანიშნავია, რომ აფხაზი პოლიტიკოსები ემხრობიან „მესამე ქვეყნებიდან“ ოკუპირებული აფხაზეთის გავლით ტვირთების ტრანზიტს.

ცნობისთვის, 2021 წელს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს განცხადებით მიმართა, რომ აფხაზეთი მზადაა, „თანაბარი პირობებით“ რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო კავშირის გახსნის პროექტში მონაწილეობა მიიღოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები