მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სპილოუს" პროდუქცია bambinifashion.com-ზეც იყიდება

62388e57dac1b
მარიამ იზორია
29.03.22 09:40
850
ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია "სპილოუს" სამოსი საბავშვო მოდის უდიდეს პლატფორმაზე bambinifashion.com-ზე (ბამბინი) განთავსდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი სოფო ჩხაიძე bm.ge-სთან ამბობს, პლატფორმაზე ბრენდის გასული წლის კოლექციაა განთავსებული, უახლოეს მომავალში კი მომავალი წლის კოლექციაც გაიგზავნება. მისივე თქმით, "სპილოუმ" პირველი შეკვეთებიც უკვე მიიღო.

“ეს არის საბავშვო მოდის უდიდესი საერთაშორისო პლატფორმა, სადაც მომხმარებელს სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდთან ერთად "სპილოუს" დინოშლემების, დინოქუდების, დინოჟაკეტებისა და დინოჰუდების შეძენაც შეეძლება. bambinifashion-მა "სპილოუ" გამოფენა "ფლეი თაიმის" პლატფორმაზე ნახა”, - ამბობს სოფო ჩხაიძე.

ცნობისთვის, "სპილოუ" ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. კომპანია 1-11 წლამდე ბავშვებისთვის განსხვავებულ ტანისამოსს ქმნის. "სპილოუს" პროდუქცია გარდა ადგილობრივი ბაზრისა, სხვადასხვა ქვეყანაში იყიდება. აღსანიშნავია, რომ კომპანია დიდი ბრიტანეთის "ამაზონზე" პერსონალურ მაღაზიასაც ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები