"კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, ბოლო თვეების განმავლობაში, ამ ქვეყანაში უფრო და უფრო მეტი დაბრკოლება გვხვდება ბიზნესისა და ინვესტიციების ჩადების მიმართულებით. იმედი მაქვს, ამას ხელისუფლების დახმარებით მოვაგვარებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება ისრაელის ბიზნეს საზოგადოებისა და პერსპექტიული ბიზნეს ინვესტორების დარწმუნება, რომ აქ ფინანსური რისკი გასწიონ,"- ამბობს ელჩი.
რან გიდორის განცხადებით, ისრაელს, როგორც საქართველოს მეგობარს ქვეყანაში სტაბილურობის დანახვა სურს.
"ისრაელს, ისევე, როგორც საქართველოს ყველა სხვა მეგობარს, აქ სტაბილურობის დანახვა სურს, ისეთი სტაბილურობის, რომელიც დაეხმარება საქართველოს, დაძლიოს პანდემიით გამოწვეული კრიზისი და მიაღწიოს იმ კეთილდღეობას, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს. ბოლოდროინდელი მოვლენები, რა თქმა უნდა, სტაბილურობას ხელს არ უწყობს და უნდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ, ბოლო თვეებში დავინახეთ ისრაელის ინვესტორებისა და ბიზნეს საზოგადოების სამართლიანი უკმაყოფილების მოცულობის მკვეთრი ზრდა, რაც საქართველოში ბიზნესის წარმოებას უფრო და უფრო აძნელებს. მოუთმენლად ველი საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ამ სიტუაციის გამოსასწორებლად მუშაობას, რადგან მსურს, ისრაელიდან მეტი ბიზნესი და ინვესტიცია მოვიზიდო. არ ვისურვებდი ისეთი მდგომარეობა დადგეს, სადაც სხვა არჩევანი არ დამრჩება, გარდა იმისა, რომ ისრაელელი ინვესტორები გავაფრთხილო ამ ქვეყანაში ფულის დაბანდების რისკის შესახებ,"- ამბობს ელჩი.