მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თაფლი ლეჩხუმიდან" თაფლის გადამმუშავებელ საწარმოს გახსნის

620e53855095c
მარიამ იზორია
18.02.22 09:40
1116

კომპანია „თაფლი ლეჩხუმიდან“ ცაგერის რაიონის სოფელ დეხვირში თაფლის გადამმუშავებელ საწარმოს გახსნის, სადაც დღის განმავლობაში 1 ტონა თაფლის გადამუშავება იქნება შესაძლებელი. 

როგორც bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა განუცხადა, Social Impact Award 2020-UNDP-ისგან 2 000$-ის დაფინანსება მიიღეს, რითაც ფუტკრის ოჯახები და სპეციალური აღჭურვილობა შეიძინეს. ამასთან კომპანიამ 7500 ლარიანი ქვეგრანტით 2021 წელს მცირე თაფლის გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობაც დაიწყო.

 “საწარმოს დასრულების პროცესი პანდემიამ და მკაცრმა ზამთარმა შეაფრეხა. სხვდასხვა გრანტის დახმარებითა და პირადი ფინანსებით საწარმოს უახლოეს მომავალში ავამოქმედებთ. გათვლილი გვაქვს, რომ ის დღეში დაახლოებით 1 ტონა თაფლის გადამუშავებას შეძლებს, საბოლოოდ ყველაფერი გადამმუშავებელ დანადგარებზე და მათ სიმძლავრეზეა დამოკიდებული. 

რაც შეეხება სარეალიზაციო ბაზრებს, ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოში ვართ წარმოდგენილი. გარდა ამისა, სასაჩუქრე შეფუთვები ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში გავგზავნეთ” - ამბობს “თაფლი ლეჩხუმიდან” დამფუძნებელი. 

“თაფლი ლეჩხუმიდან“ წლიური წარმადობა 3 ტონას შეადგენს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები