მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თამ მენეჯმენტმა" $30-მილიონიანი კონტრაქტები გააფორმა

634f95b9837d3
ნინო ტაბატაძე
23.10.22 12:46
1947
სამხედრო საავიაციო სექტორში მომუშავე კომპანია „თამ მენეჯმენტი“ მსხვილ კონტრაქტებზე მუშაობს - ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

2022 წელს კომპანიას 4 კონტრაქტი აქვს გაფორმებული ცენტრალური აფრიკის ორ და ყოფილი საბჭოთა კავშირის ორ ქვეყანასთან. კონტრაქტების სავარაუდო ღირებულება 30 მლნ დოლარია.

კომპანია „თამ მენეჯმენტი“ მუშაობს სუ-25-ს და მისი სხვადასხვა მოდიფიკაციების (სუ-25უბ, მოდერნიზირებული სუ-25 „სკორპიონი“ და ა.შ.) თვითმფრინავების მოდიფიკაციასა და მომსახურებაზე (რემონტი, სერტიფიკაცია, ა.შ.) ასევე ახორციელებს МИ-8, МИ24, МИ-24-В და MИ-24Д სამხედრო ვერტმფრენების რემონტს. 2019 წლიდან შ.პ.ს. „თამ მენეჯმენტმა“ დაიწყო ახალი მომსახურების მიწოდება, რომელიც გულისხმობს L-39 ტიპის სამხედრო თვითმფრინავების რემონტს.

მენეჯემენტი მმართელობით ანგარიშში მიუთითებს, რომ 2021 წლის ფინანსურ შედეგებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა COVID-19 პანდემიამ. აღნიშნულმა გამოიწვია ახალი კონტრაქტების გაფორმების შეფერხება და არსებული კონტრაქტების დასრულების გადავადება.

2021 წელს „თამ მენეჯმენტი“ დაკავებული იყო არსებული სამი საშუალო მოცულობის კონტრაქტის და ერთი მსხვილი კონტრაქტის შესრულებაზე. ასევე მიმდინარეობდა რამდენიმე მსხვილი კონტრაქტების მომზადება, რომლებსაც ხელი მოეწერა 2022 წელს.

„მოცემული მიზეზების გამო 2021 წლის განმავლობაში კომპანიის საერთო შემოსავალი შემცირდა და შეადგინა 1,558,799 ლარი (2020 წელს - 4,759,016 ლარი). შემოსავლების შემცირებასთან ერთად შემცირდა თვითღირებულების ხარჯები 447,261 ლარამდე (2020 წელს - 3,451,495 ლარი). მთლიანმა მოგებამ შეადგინა 1,111,538 ლარი. საბოლოო 2021 წლის ფინანსურ შედეგად დაფიქსირდა წაგება 2,979,850 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია ანგარიშში.

კომპანიის საქმიანობის სფეროებია: სამხედრო და სამოქალაქო საავიაციო ტექნიკისა და შეიარაღების დაპროექტება, დამზადება, გამოცდა, მოდერნიზაცია, რემონტი, ექსპლუატაცია, შესყიდვა, რეალიზაცია, ექსპორტ-იმპორტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები