მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თანამშრომლებს მისაღებ პირობებს ვუქმნით, კადრების დეფიციტი მაინც არის" - "ნიკორა"

638dba46f0af1
თათია კაკიაშვილი
10.12.22 22:10
8961
სუპერმარკეტების ქსელი „ნიკორა“ წელს 93 მაღაზიით უკვე გაფართოვდა. ამის შესახებ „ნიკორას“ გენერალმა დირექტორმა ირაკლი ბოქოლიშვილმა BM.GE-სთან განაცხადა.

მისი თქმით, წელს ქსელი ჯამში 100-ზე მეტი მაღაზიით გაფართოვდება.

„ჩვენმა რითეილ კომპანია „ნიკორა ტრეიდმა“ ძველი ობლიგაციების რეფინანსირება მოახდინა და დამატებით თანხები ქსელის განვითარებაში ჩადო. მხოლოდ წელს 93 ობიექტი გავხსენით და წლის ბოლომდე ვფიქრობთ 100-ზე მეტი გაიხსნება“, - თქვა ბოქოლიშვილმა.

“ნიკორას” გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ქსელის გაფართოებასთან ერთად კომპანიას კადრების დეფიციტის პრობლემა აქვს, რომლის გადაჭრას თანამშრომლებისთვის ხელფასის ზრდით და მისაღები სამუშაო პირობების შექმნით ცდილობს. მიუხედავად ამისა პრობლემა კვლავ აქტუალურია. ირაკლი ბოქოლიშვილი ამბობს, რომ ეს პრობლემა ყველაზე მეტად საცალო გაყიდვების სფეროში შეინიშნება.

„კადრების დეფიციტი არის ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით რითეილის ქსელში. ამას რთულად ვუმკლავდებით. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რითია ეს განპირობებული. საზოგადოდ, ძალიან ჭირს კადრის მოძიება და შემდეგ მისი შენარჩუნება. ხელფასებს ვზრდით, ვცდილობთ, რომ თანამშრომლებისთვის მაქსიმალურად მისაღები პირობები იყოს, მაგრამ რეალობა ასეთია, რომ საკმაოდ გვიჭირს. კადრების მუდმივი დეფიციტი გვაქვს”, - განაცხადა ირაკლი ბოქოლიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები