“თბილისი ენერჯიმ” სემეკთან ხუთწლიანი საინვესტიციო გეგმა შეათანხმა. მარეგულირებლის ცნობით, კომპანია 2023-2027 წლებში 174,385,51 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
“სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციისა და გაზმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, „თბილისი ენერჯი“ უზრუნველყოფს ქსელის რეკონსტრუქციასა და სხვადასხვა სამუშაოების ჩატარებას.
გარდა ამისა, კომპანია განახორციელებს არაქსელურ საინვესტიციო პროექტებსაც, რომლებიც ხელს შეუწყობს მომსახურების ხარისხის ამაღლებას”,-წერია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




























