მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისის ცენტრალი" გაფართოებას გეგმავს - "ახალ ფართებს დავიმატებთ"

646fab19c5464
ალა ისპირიანი
25.05.23 22:35
999
"თბილისის ცენტრალი" გაფართოებას გეგმავს. როგორც „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა ახალი პროექტისთვის ლოკაციის შევსების პროცესში არიან.

„სავაჭრო ცენტრებისთვის 2022 წელი ისტორიაში ყველაზე მომგებიანი და შემოსავლიანი წელი იყო. იგივე იყო ცენტრალისთვისაც - 100%-ით არის დატვირთული და გაქირავებული ყველა შესაძლო ფართი. დატვირთულობა 90%-95%-ის ფარგლებშია სხვა სავაჭრო ცენტრებშიც და ვფიქრობ ეს ტრენდი მინიმუმ წელს მაინც გაგრძელდება.

რამდენიმე ახალი ბრენდიც შეიძლება გამოჩნდეს საქართველოს ბაზარზე და ამ მიმართულებით დღეს უკვე მიწოდების დეფიციტის ვითარებაში აღმოვჩნდით, რადგან ორგანიზებულ სავაჭრო სივრცეებს, პლატფორმებს ეძებენ და ამის დეფიციტია, ამიტომ ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი სტიმული იქნება ამ მიმართულებით ახალი პროექტების ინიცირებაშიც. ცენტრალი დაახლოებით 25 000 კვადრატული მეტრია და ვფიქრობთ, 20 000-იანი პროექტი კიდევ დავიწყოთ, ახლა ლოკაციის შევსების პროცესში ვართ“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

რაც შეეხება გამოწვევებს, იგი ამბობს, რომ ამ ეტაპზე კვალიფიციური კადრები კვლავ პრობლემად რჩება.

„გამოწვევაა კვალიფიციური კადრები, რადგან მოთხოვნა მაღალია და ამ მიმართულებით ბევრი კომპანია ცდილობს ახალი კადრები მოიზიდოს. შემდეგ გამოწვევად დარჩება ამ ზრდის ტემპის შენარჩუნება, კონკრეტულად ჩვენ სექტორში, რადგან ფაქტია, ინტერესი სხვადასხვა ბრენდის მიმართ გაზრდილია და ტურისტული თუ მიგრაციული ნაკადები რაც ქვეყანაში შემოდის ახალი მოთხოვნები შემოაქვთ და ამ მოთხოვნებს ბიზნესი ალბათ რაღაცა ფორმით უპასუხებს“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები