მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თებერვალში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გასულ 3 თვესთან შედარებით გაიზარდა"

606013d641fee
თათია ჩაფიჩაძე
28.03.21 14:56
891
უძრავი ქონების პლატფორმა Myhome.ge-ს პროექტების ხელმძღვანელის მადონა კაჭკაჭაშვილის ინფორმაციით, თებერვალში გასაყიდი და გასაქირავებელი უძრავი ქონების მიმართ ინტერესი 20-24%-ით გაიზარდა.

30-35%-ით გაზრდილია დაინტერესება კომერციული ფართების მიმართაც. „საქმიან დილასთან“ საუბრისას კაჭკაჭაშვილმა აღნიშნა, რომ მოთხოვნის ზრდას გარეუბნებში შედარებით დაბალფასიანი სავაჭრო და სასაწყობო ფართები აბალანსებენ.

„უძრავი ქონების ბაზარზე კარგი ტენდენციები შეინიშნება. მომხმარებლის ინტერესები ძალიან გაზრდილია ბოლო 3 თვის განმავლობაში, გასულ 3 თვესთან შედარებით 20-24%-ით მეტია უნიკალური მომხმარებლების ინტერესი სარეალიზაციო და გასაქირავებელი უძრავი ქონების მიმართ. პანდემიის შემდეგ თებერვალში პირველი შემთხვევაა, როცა სარეალიზაციო ბინის ღირებულება დაუბრუნდა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ასევე შედარებით უკეთესი მდგომარეობაა კომერციული ფართების მიმართულებით. აქ მოიაზრება როგორც საოფისე, ისე სავაჭრო, სასაწყობო და სხვა ტიპის ფართები, 30-35%-ით მეტი ეძებს გასაქირავებელ კომერციულ ფართს. ამ ნაწილში განსაკუთრებით აქტიურია გარეუბნები. ვაკეში და ჩუღურეთში კი პირიქით 3-4%-იანი კლებაა" - განაცხადა კაჭკაჭაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები