მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თეგეტა ჰოლდინგის" ობლიგაციებს 170 ინვესტორი ჰყავს - "ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა"

646a12df3637c
მარიამ იზორია
21.05.23 21:52
1025
„თეგეტა ჰოლდინგმა” „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, 25 მილიონი დოლარის ეკვივალენტის ობლიგაციების პირველი ტრანში - 20 მილიონი დოლარისა და 5 მილიონი ევროს ღირებულების 2 წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა. დოლარში დენომინირებულ ობლიგაციებზე წლიური სარგებელი 8.5%-ია, ხოლო ევროში დენომინირებულ ობლიგაციებზე 7%. ეს ავტოინდუსტრიისერთ-ერთი წამყვანი კომპანიის მიერ უცხოურ ვალუტაში განხორციელებული პირველი საჯარო ემისია, რომელში ინვესტიციაც ფიზიკური პირებისთვისაც ხელმისაწვდომია.

აღსანიშნია, რომ ინვესტორების მხრიდან დაინტერესება საკმაოდ მაღალია. მიმდინარე მდგომარეობით ობლიგაციები უკვე შეძენილი აქვს 150-მდე ქართველ და უცხოელ ფიზიკურ პირს, რაც ინვესტორთა ბაზის მაღალ დივერსიფიკაციაზე მიუთითებს. გადაცემა "Forbes კვირის" ეთერში "თეგეტა ჰოლდინგის" ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მანანა ხინაშვილი იმ ორ კვირას აფასებს, როდესაც კომპანიამ პირველი ტრანზაქცია შეასრულა. მისი შეფასებით, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.

„ორი კვირაა, რაც პირველი ტრანზაქცია შევძელით და საჯარო ბაზარზე დაინტერესებულ მხარეებს უცხოური ვალუტით ობლიგაციები შევთავაზეთ. წინასწარი ბაზრის მოკვლევის შესაბამისად გარკვეული მოლოდინები გვქონდა, თუმცა დაფიქსირებულმა ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა.

ობლიგაციები შეძენილი ჰქონდა 150-მდე ქართველ და უცხოელ ფიზიკურ პირს, დღეს კი უკვე 170 ინვესტორი გვყავს, რომელიც ობლიგაციონერად მონაწილეობს“, - აღნიშნავს "თეგეტა ჰოლდინგის" ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

არსებულ მონაცემებს "გალტ & თაგარტის" საკონსულტაციო სამსახურის უფროსიც აფასებს. ნინი ჯოხაძე ამბობს, რომ აღნიშნული შედგები კაპიტალის ბაზრის განვითარების ტემპის დაჩქარებაზე მიანიშნებს.

კითხვაზე - იზრდება თუ არა საქართველოში გარემო, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარებას დააჩქარებს? - ნინი ჯოხაძე ასე პასუხობს:

„დღეს ყველა ის წინაპირობაა შექმნილი ბაზარზე, რათა კაპიტალის ბაზარმა ბევრად უფრო სწრაფად გააგრძელოს წინსვლა. ისეთი კომპანიების ბაზარზე გამოსვლამ, როგორიც „თეგეტა ჰოლდინგია“ და ინვესტორებისთვის ამ შესაძლებლობების გაჩენა რომ მათი დამფინანსებლები გახდნენ,ამ ბაზრის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. კონკრეტულად „თეგეტას“ შემთხვევაში მას მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენცია აქვს. პირდაპირი დამოკიდებულება მომხმარებლის მხრიდან, საერთაშორისო ექსპანსია, რაც საბოლოოდ ნდობას აჩენს, ასეთი კომპანიების სიმრავლე ობლიგაციების ბაზრის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი“, - განმარტავს "გალტ & თაგარტის" საკონსულტაციო სამსახურის უფროსი.

Galt & Taggart-ის საბროკერო დეპარტამენტის უფროსი ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ქართველი ინვესტორებისთვის ობლიგაციები საკმაოდ საინტერესო ინსტრუმენტი გახდა. ნიკა მაზანაშვილის განმარტებით, ბოლო მონაცემებით გაზრდილია როგორც მსოფლიოში არსებული, ასევე ქართული კომპანიების ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი, რასაც თავისი მიზეზები აქვს.

„ქართველი ინვესტორებისთვის ობლიგაციები საკმაოდ საინტერსო ინსტრუმენტი გახდა. უპირველესად, როცა ადამიანი ობლიგაციებს ყიდულობს ის დაზღვეულია. მან იცის, რა შემოსავალს მიიღებს, როდის მიიღებს - ანუ ობლიგაციები სტაბილური ინსტრუმენტია, რაც მის მიმართ ინტერესს ხსნის.

რაც შეეხება ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთის ზრდას, ყველა ობლიგაცია ამერიკის სახაზინო ობლიგაციებზეა მიბმული, ამერიკაში კი წელს საპროცენტო განაკვეთი ისტორიულ ზრდას აჩვენებს. შესაბამისად, ამ ფაქტორმა მსოფლიოში მოქმედი კომპანიების და მათ შორის, ქართული კომპანიების ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთის ზრდაც გამოიწვია“, – აცხადებს ნიკა მაზანაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები