მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"TELEGRAM-ის აქციების და ბიტკოინის გარდა, არაფერს ვფლობ" - მილიარდერი პაველ დუროვი

64b7a8641d127
გიორგი თოლორდავა
19.07.23 14:19
2098
რუსეთის ფედერაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეწარმე, პაველ დუროვი აცხადებს, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე ის მხოლოდ სოციალურ ქსელ Telegram-ის აქციებს და ბიტკოინს ფლობს, სხვა სახის ქონება კი მას არ აქვს და არც სჭირდება.

როგორც დუროვი განმარტავს, ის ამჟამად არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და საკუთარი ავტომობილიც კი არ ჰყავს.

Forbes-ის შეფასებით, პაველ დუროვის ქონება 11 მილიარდ დოლარს აჭარბებს და ის ამჟამად არაბთა გაერთიანებული საამიროების ყველაზე მდიდარი მოქალაქეა.

ზუსტად რა მოცულობის კრიპტოაქტივებს ფლობს დუროვი, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა მილიარდერ მეწარმეს წლების განმავლობაში არაერთხელ უთქვამს, რომ ერთადერთი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელსაც ის საკუთარ ქონებას და სიმდიდრეს ანდობს, ეს ბიტკოინია, რადგან მის წართმევას, მოპარვას და გაყინვას ვერავინ შეძლებს.

ბიტკოინის ამ თვისებებს დუროვისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის პოლიტიკური დევნილია და რუსეთის მთავრობასთან და სპეც. სამსახურებთან მას ნამდვილად არასახარბიელო ურთიერთობა აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები