მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტიკარაძის მონაწილეობთ პოლიტიკური შოუ ვერ გამოვა, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მინისტრია"

5eda637d34ad2
ინგა მურუსიძე
05.06.20 20:00
1166
ეკატერინე ტიკარაძის მონაწილეობთ პოლიტიკური შოუ ვერ გამოვა, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მინისტრია, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კობერიძემ ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა. საქმე იმაშია, რომ 9 კლინიკამ ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ კიდევ 22 მაისს მიმართა. მათ მოთხოვნებს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უსაფუძვლო უწოდა და მეტიც, აღნიშნულ და სხვა საკითხებთან მიმართებაში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე მისვლაზე უარი განაცხადა.

„სამწუხაროა, რომ ჯანდაცვის მინისტრი მთელ თავის არსენალს ჯანდაცვის სექტორთან ურთიერთობისას დაამატა ტყუილები, რადგან, როცა ის ამბობს, რომ ამ 9 კლინიკასთან მიმდინარეობს ინტენსიური შეხვედრები და ეს წერილშიც დააფიქსირა, ჩემი ინფორმაციით, ეს არის ტყუილი. ტყუილზე აგებული ურთიერთობა კი არაფერ სასიკეთოს არ მოიტანს. ჯერ კიდევ 520-ე დადგენილებიდან მოყოლებული, არც ერთი შეხვედრა არ გამართულა, არათუ ამ 9 კლინიკასთან, არამედ არც იმ 23 კლინიკის უმრავლესობასთან, რომლებსაც დადგენილების გადავადება სურდათ. აშკარად ეტყობა, რომ მინისტრი არის გაღიზიანებული და როგორც ჩანს, ამის მიზეზი არის ის, რომ სწორი მოთხოვნები ჟღერდება მის მიმართ. შესაბამისად, მათ შორის პარლამენტიც, მეც პირადად აქტიური ვარ ამ თემებთან მიმართებაში და როგორც ჩანს, რაღაც არ მოსწონს, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით მოწონება-არმოწონებაში, მთავარია რა არის მნიშვნელოვანნი პაციენტებისთვის. უბრალოდ როცა მინისტრი ამბობს, რომ მისი მთავარი საზრუნავი არის მოქალაქე, სიტყვების დონეზე ეს კარგია, მაგრამ საქმით სხვა რაღაცას აკეთებენ“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

ჟურნალისტი დაინტერესდა, იცის თუ არა კობერიძემ ის ჯანდაცვის განვითარების სტრატეგია, რომლის წარმოდგენასაც მინისტრი გეგმავს.

„ჯანდაცვის სექტორის განვითარების სტრატეგიის სილუეტიც კი არ გვქვს ნანახი, ისე როგორც პარლამენტში არ გვინახავს თვითონ ჯანდაცვის მინისტრის სილუეტი. ამ ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ რა ქვეყანაში ცხოვრობენ, რა ფუნქცია აქვს პარლამენტს და საერთოდ რაზე უნდა ვილაპარაკოთ?! რამდენჯერ უნდა ვთქვათ, ვეპატიჟებით, ვთხოვთ მინისტრს, რომ გველაპარაკოს, სექტორს ესაუბროს, სამუშაო შეხვედრაზე მოვიდეს.

როცა ამბობს, რომ მოვა პარლამენტში, თუკი პოლიტიკური შოუ არ იქნებაო, ვეტყოდი, რომ მისი მონაწილეობით პოლიტიკური შოუ ვერ იქნება ძალიანაც რომ გვინდოდეს, რადგან პოლიტიკაში არის ძალიან სუსტი, ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მინისტრია ტიკარაძე. მასთან პოლიტიკურ დებატებს არ ვაპირებთ“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები