მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა განავითარებს საქართველოს? - ლევან კობერიძის მოსაზრება

642c873e0337f
ალა ისპირიანი
05.04.23 00:10
615
„ჯანსაღი პოლიტიკური გარემო და კონკურენცია, ქვეყნის განვითარების ხედვა, რეფორმები კაპიტალის ბაზართან დაკავშირებით და განათლება,“ - BRANDING.GE-ს დამფუძნებლის, ლევან კობერიძის მოსაზრებით, ეს ის ძირითადი ოთხი მიმართულებაა, რისი წინ წაწევაც საქართველოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას თქვა, დღეს უამრავ ბიზნესში ოლიგოპოლიური მდგომარეობაა, რასაც ხელისუფლება და ოპოზიცია ხელს უწყობენ.

„საქართველოს განვითარებისთვის უპირველესად სჭირდება, ჯანსაღი პოლიტიკური გარემო, ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენცია - ეს არის უმთავრესი, რადგან დღეს პოლიტიკოსები სხვაგან არიან მოსახლეობა და ქვეყანა სხვაგან. ამიტომ პოლიტიკური კონიუნქტურის მოწესრიგება, გამრავალფეროვნება, გაჯანსაღება, ჯანსაღად კრიტიკულად განწყობილი და ქმედითი პროფესიონალი და ძლიერი პოლიტიკური გუნდების გამოჩენაა მნიშვნელოვანი.

ასევე საჭიროა, ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით ხედვის ჩამოყალიბება. ძირითადი კონტურები უკვე გვაქვს და გამოგონება არ სჭირდება - პროგრესი, რომელსაც გვინდა მივაღწიოთ ეს არის ევროკავშირის სივრცე და ამას ვერავინ ვერ გაექცევა.

რეფორმებია ასევე საქართველოში გასატარებელი - ვგულისხმობ კაპიტალის ბაზარს, იქ კონკურენციის გაძლიერებას. დღეს სამწუხაროდ ოლიგოპოლიური მდგომარეობა გვაქვს უამრავ ბიზნესში და სამწუხაროდ მათ შორის ხელისუფლება არასწორი საკანონმდებლო საქმიანობით და გადაწყვეტილებებით და მეორე მხრივ ოპოზიცია არასწორი კრიტიკით ხელს უწყობს ამ ოლიგოპოლიის განვითარებას.

მნიშვნელოვანია განათლება - განათლების რეფორმა სრულად ჩავარდნილია, რადგან ბოლო 4 წელი საერთოდ არაფერი გაკეთებულა.

ასევე უნდა აღვნიშნო, რომ შთაბეჭდილება მრჩება, პოლიტიკური კონიუნქტურა შეეზარდა საბანკო კონიუნქტურას. ბანკების საშუალებით ბიზნესის ოლიგოპოლიზაცია ხდება. ვხედავ ტენდენციას რომ ბანკები ხელისუფლების დასაყრდენი ხდებიან მათთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების და ეს ძალიან არ მომწონს. დღეს საქართველოში ბანკირებს და მსხვილი ბანკის მფლობელებს და მენეჯმენტს მოვუწოდებდი ამაზე დაფიქრდნენ, ისინი დღეს კარგ საქმეს არ ემსახურებიან, რადგან საქართველოში კონკურენცია მათი ხელით იხრჩობა", - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები