მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თოვლმა საშუალება მოგვცა...15 იანვარს დიდველის და კოხტის არეალში სრიალს შეძლებთ"

61e0542c3216d
თამთა ჯიჯავაძე
13.01.22 20:32
656
ბაკურიანში, შაბათს, 15 იანვარს, ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, ისრიალონ დიდველისა და კოხტას სათხილამურო არეალებში. ამის შესახებ ინფორმაციას მთის კურორტების განვითარების კომპანია ავრცელებს.

უწყების ცნობით, თოვლმა და ტემპერატურამ შესაძლებლობა მისცა მათ რომ ბაკურიანში სასრიალო სეზონის გასახსნელად ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები დაეწყოთ.

"ბაკურიანის მთის მართვის დეპარტამენტის ყველა სამსახური მობილიზებულია და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ შაბათს, 15 იანვარს, ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, ისრიალონ დიდველისა და კოხტას სათხილამურო არეალებში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოს ზამთრის ორ კურორტზე - გუდაურსა და ბაკურიანში თოვლის დეფიციტი იყო. მთის კურორტების განვითარების კომპანიაში ამ დრომდე განმარტავდნენ, რომ ხელოვნური გათოვლიანების აპარატები ბაკურიანში თითქმის მუდმივ რეჟიმში მუშაობდა, თუმცა შესაბამისი ტემპერატურის არარსებობის გამო (-5 ან -6 გრადუსი), ტექნიკა ტრასის ტკეპნას ვერ ასწრებდა, შესაბამისად, სასრიალო ტრასებიც გამართულად არ ფუნქციონირებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები