მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ ერთი მაღაზია აქამდე 100 ან 200 პურს ყიდდა, ახლა 15-20%-ით ნაკლებს ყიდის" - "ლიტვური საცხობი"

6277bf3818df1
ლიკა გურაბანიძე
08.05.22 17:07
1373
"ლიტვური საცხობის" დირექტორი თინათინ ხუციშვილი აღნიშნავს, რომ კომპანიას ფასების გადახედვა აპრილის დასაწყისში მოუწია და პურზე ფასი 10%-ით გაზარდეს. თუ პურის კონკრეტულ სახეობას ამ დრომდე ბაზარს 1.90 ლარად აწვდიდნენ, ახლა მისი ფასი 2.10 ლარია.

“ფასების ზრდა რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია. მუდმივად მოულოდნელ სიტუაციებს ვაწყდებით. ლიტვურ საცხობს ორი მომარაგების წყარო აქვს. ერთი რაც არის ადგილობრივ ბაზარზე რუსეთიდან იმპორტირებული ფქვილი, რადგან სრულად ევროპაზე გადართვა მისი ლოგისტიკური მაღალი ხარჯიდან გამომდინარე გვიჭირს.

მეორე ბაზარი ლიტვაა და ფქვილი აქედანაც შემოგვაქვს. ასევე, თუ ზეთი დღეს x თანხა ღირს, ხვალ x+1, x+2 გახდება. ფასების მიმართ მომხმარებლები ძალიან სენსიტიურები არიან. არავის ეგონოს, რომ ან პურის მწარმოებელს, ან ნედლეულის იმპორტიორს ფასების გაზრდის იდეაფიქსი აქვს. ჩვენ გვინდა თუ არა საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირებული ნედლეულის ფონზე ფასების მატება გვიწევს.” - განმარტა თინათინ ხუციშვილმა.

მისივე თქმით, რაოდენობრივად მაღაზიებში თვის ჭრილში მათ პურზე მოთხოვნა შემცირებულია.

“თუ ერთი სავაჭრო ობიექტი აქამდე 100 ან 200 ერთეულ პურს ყიდდა ახლა 15-20%-ით ნაკლებს ყიდის. გააჩნია რეგიონს და უბანს.” - აღნიშნა მან.



"ლიტვური საცხობის" დირექტორის თქმითვე, ამჟამად ფასის გადახედვა არ იგეგმება. თუმცა სამომავლოდ, კომპანია მაინც ნედლეულის საერთაშორისო ფასზეა დამოკიდებულები.

დღეს ქვეყნის მასშტაბით ნახევარ კილოგრამიანი პურის ფასი ლარი და 18 თეთრია. როგორ გადააზღვევს ამჯერად მთავრობა პურზე ფასის ზრდას საქართველოში, ჯერ ცხადი არ არის. ამ კითხვაზე საპასუხოდ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა მთავრობის ბოლო სხდომაზე მხოლოდ ის თქვა, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი გაზარდოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები