მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ ტურისტს ფეხი აუცდა და ჩამოვიდა, ან აეროპორტში დაესხმებიან თავს ან კომენდანტის გამო დაჯდება სასტუმროში "

6067f57299f43
მარიამ ადამია
04.04.21 10:06
2375
ტურიზმის სპეციალისტის თამთა შამათავას შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიერ დაშვებულ მთავარ შეცდომებს შორის ერთ-ერთი ვაქცინაციის პროგრამის არაეფექტიანობა და ლოგიკასმოკლებული გადაწყვეტილებებია.

„მთელ მსოფლიოში დაიწყო და ქვეყნები უკვე ბოლოში გადიან ვაქცინაციის კუთხით. აფრიკის ჩამორჩენილ ქვეყნებშიც კი, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ვაქცინაცია, ხოლო ჩვენთან მთავრობამ აგრესიული მარკეტინგული კამპანიაც კი არ აწარმოა იმისათვის, რომ სწორი, საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია მიეწოდებინა მოქალაქეებისთვის. გამოვიდა, რომ ვაქცინის მიზერული დოზა, რაც ჩამოვიდა საქართველოში, ისიც ვერ ავითვისეთ. ალბათ ოპონენტები შემედავებიან, რა სახელმწიფოს ბრალია, რომ ადამიანებს აცრის გაკეთების სურვილი არ აქვთ, თუმცა ეს პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება არასწორი მესიჯების გავრცელების გამო და არა მგონია ჩვენი საზოგადოება ისეთი ბნელი იყოს, რომ კარგი, ეფექტური კამპანიის შემდეგ უარი თქვან აცრაზე“ , - აღნიშნა ტურიზმის ექსპერტმა გადაცემა „საქმიან დილაში“.

შამათავას თქმით, რიგით მეორე არასწორი ნაბიჯი ამ დრომდე რეგულაციების არსებობაა, რის გამოც ვერცერთი ბიზნესი ვერ ოპერირებს დღეს სრულფასოვნად.

"კი გვეუბნებიან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, რომ ეტაპობრივად იხსნება ქვეყანა და რეგულაციები მსუბუქდება, თუმცა საბოლოოდ გამოდის, რომ მაინც ჩაკეტილები ვრჩებით. ცოტა ხნის წინ კი ეკონომიკის მინისტრმა გვაცნობა ვაქცინირებული ტურისტების საქართველოში შემოსვლის შესახებ. ეს მართლაც სასიხარულო ამბავია, თუმცა მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მრჩება შთაბეჭდილება, რომ თითქოს ვოლიერებში ვართ გამოკეტილები და თავისუფალი მოქალაქეები ჩამოდიან ჩვენს სანახავად, როგორც ზოოპარკში დავდივართ, დაახლოებით მსგავსი შემთხვევაა, იმიტომ რომ სხვა სანახაობა ამ ქვეყანაში, რამაც შეიძლება ტურისტი დააინტერესოს, დაკეტილია“ - აღნიშა თამთა შამათავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები