მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტურიზმის აღდგენის დინამიკა იმედისმომცემია და წელს კარგი შედეგი გვექნება“ - მედეა ჯანიაშვილი

624e9bd9195de
BM.GE
07.04.22 12:10
850
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი 2022 წლის მარტის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აჯამებს. მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტული ვიზიტების აღდგენის კოეფიციენტი 48.5%-ს შეადგენს.

„2019 წელთან მიმართებით, 2022 წლის მარტის თვეში, ტურისტების რაოდენობის აღდგენამ 48% შეადგინა, რაც ძალიან პოზიტიური შედეგია. ეს იმ მრავალი აქტივობის რეზულტატია, რომელიც ჩვენ საერთაშორისო ბაზარზე კონკრეტული ტურისტული პროდუქტის პოზიციონირებისათვის განვახორციელეთ. სრული სურათი რომ დავინახოთ, იანვარი-მარტის პერიოდში აღდგენის დინამიკა ტურისტების რაოდენობის კუთხით 52%-ს აღწევს, რაც ძალიან იმედისმომცემია და წელს კარგი შედეგი გვექნება’’-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

2022 წლის მარტის თვეში საქართველოში 211,484 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +266.3%, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემებთან 34.1%-ია.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 188,354 შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +236.9%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის აღდგენა კი 37.1%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 159,199 შეადგინა, რაც +107,944-ით მეტია 2021 წლის მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +210.6%), 2019 წლის მარტის თვის აღდგენა კი 48.5%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები