საქართველოს ტურიზმი ინდუსტრიის ალიანსმა, რომელიც 27 ბიზნეს გაერთიანებისგან შედგება, ორი დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სექტორთან დიალოგის ინიციატივით და 4 მოთხოვნით მიმართა. ალიანსი პრემიერს ინდუსტრიისთვის დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას და ტურიზმის აღდგენის გეგმის შემუშავებისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს.